“Winter in Georgia” ამ სახელწოდებით მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება დაიწყო. კლიპის პრეზენტაცია სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშს წარადგინა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მოაწყო.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე რეკლამა Euronews -ზე 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიცემა, CNN-ზე კი 5 დან 30 ოქტომბრის ჩათვლით.
30 წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ვიდეო რგოლი კომპანია „კორ პროდაქშენ“-მა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.
Euronews-ს 392 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში. CNN მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი დაახლოებით 300 მილიონი.
პრეზენტაციაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 9 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,491,039 შეადგინა, ზრდა კი 6.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7 თვის განმავლობაში
34 ქვეყნიდან ჩამოიყვანა 420 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი;
• ჩატარდა 9 მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე;
• ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლები გადაიცა CNN-სა და Euronews-ით.
• ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებს 26 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში;
• მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
.2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის
დაიხარჯა დაახლოებით 10 მილიონი ლარი,
სავარაუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით
(მხოლოდ აპრილი – ივლისი პერიოდში) შეადგინა
96 634 009 ლარი!