სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის Wings for Life მსოფლიო რბენა, პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა.
სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს ლოპოტას ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.
პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და Wings for Life მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი მაია აზარაშვილი შეხვდნენ, პროექტის პრეზენტაცია კი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ბექა გოლეთიანმა წარმოადგინა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ პროექტის პარტნიორები, სპონსორები, კეთილი ნების ელჩები და მედიის წარმომადგენლები.