ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სასტუმრო Radison Blu Iveria-ში გამართულ შეხვედრახე მიმდინარე წლის სტატისტიკა და ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განიხილეს. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები თუ როგორ უნდა მოხდეს სფეროს კიდევ უფრო განვითარება.