ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ „მდგრადი განვითარება – მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“ ეკონომიკური განვითარების ფორუმზე ტურიზმის სფეროში ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურიზმის შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტრატეგიული ტურისტული ბაზრების ხელახალი შესწავლის, ახლად იდენტიფიცირებული ბაზრებიდან პირდაპირი რეისების მოზიდვის, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის გამართული მარკეტინგული კამპანიებისა და ტურიზმის აღდგენის დინამიკის შესახებ ისაუბრა.