საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, პრინცესა ჰაიფა ალ საუდის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, საჰაერო მიმოსვლა და სხვა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.