სარეგისტრაციო ფორმა

საქართველო ფინეთის ტურისტულ გამოფენაზე MATKA 2023

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.

ჰელსინკიში გამართულ გამოფენაზე MATKA 2023  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენაზე ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან,  დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X