სარეგისტრაციო ფორმა

2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

 

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ. დოლარი,  რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის  107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი). 2021 წელთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +2,271,692,761  (+182.5%)  აშშ დოლარით.

2022 წლის დეკემბრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614   აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2% აღდგენაა,  2021 წლის დეკემბრის თვესთან  შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +237,255,596  (+188.2%)  აშშ დოლარით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს  2019 წელთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  71.9%,  ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.

გასულ წელს  გასულ  წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.

2022 წელს  ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს  +131.6%-ით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში   564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა  +216.9%-ია.

2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში  304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  რაც  2019 წლის მონაცემის 97.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი  ზრდა  +110.7%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

 

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X