ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ავიაკომპანია Yanair–ის მხარდაჭერით 10 საუკეთესო უკრაინელი ინსტაგრამ ბლოგერი საქართველოს ეწვია.
ბლოგერებმა უკვე იმოგზაურეს აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. მცხეთაში ბლოგერებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. პროექტ „Georgia Instagramers Tour“-ის ფარგლებში კონკურსი ტარდება, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სოციალური ქსელის facebook-ის და Instagram-ის “Georgia and Travel” გვერდის გამოწერა. კონკურსის ყველა მონაწილეს მიეცემა თემატური დავალება, ფინალში გასული 5 საუკეთესო სურათის ავტორიდან, მოწონებების სიმრავლის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული.
უკრაინა ერთერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს საქართველოსთვის. იანვარ–აპრილის პერიოდში წელს უკრაინიდან საქართველოს 40 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22%–ით მეტია.