საქართველო მილანის ტურისტულ გამოფენაზე
12-14 თებერვალს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “BIT 2015” მიიღო მონაწილეობა. ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები: Caucasus Travel, Visit Georgia, Mimino Travel და Silk Way Georgia.
35-ე საერთაშორისო გამოფენას საშუალოდ დაესწრო 61781 ადამიანი, მათ შორის 37070-მდე ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი 71 ქვეყნიდან.
შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან: „Easy Market”, RSC-Publicita”, “Mavi Mice”, “Carlson Wagonlit Travel”, “GEFI”, “Otoai”, “Representation World”, “S&T Communication.”
გამოფენის მსვლელობისას საქართველოს სტენდზე ვრცელდებოდა საპრომოციო მასალები, ხოლო დამონტაჟებულ ეკრანზე მუდმივად მიმდინარეობდა საქართველოს სარეკლამო ვიდეო რგოლების ტრანსლაცია.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “BIT 2015” ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას იტალიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის “BIT 2015”-ში მონაწილეობის მიზანი საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და რეკლამირება, საქმიანი კონტაქტების დამყარება და საქართველოში მოღვაწე ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის ხელშეწყობაა.