პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში Tbilisi Art Fair(TAF) – თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა. 3 დღიანი გამოფენა-გაყიდვა გამოფენების „ცენტრ ექსპო ჯორჯია“-ში მიმდინარეობს. გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. გამოფენის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთულია შემეცნებითი პროგრამებით: ლექციებით, მასტერ-კლასებით და ღია ფორუმებით. გამოფენის ფარგლებში იმართება ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival “დაიკარგა თორმეტი ქალი” “ომი დროებით შეჩერებულია” Tbilisi Art Fair- ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება.რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას. Tbiisi Art Fair 2018- ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია -პროექტი Check in Geirgia. თბილისის მერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თიბისი ბანკი.