საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Caucasus Travel Fair ქალაქ თბილისში, „ექსპო ჯორჯია“-ში.
მე-20 საიუბილეო ტურისტული გამოფენის გახსნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელოვნების დეპერტამენტის დირექტორის მოადგილე ირინა საგანელიძე და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე – დავით მარკოზაშვილი დაესწრნენ.
გამოფენაზე მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კომპანიები და ორგანიზაციები. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გააცნონ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი. ადმინისტრაციის თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.