Best Western-ის პრეზენტაცია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Best Western-ის მიერ საქართველოში ახალი სასტუმროს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმის ახალ ბულვარში გაიხსნება. პრეზენტაციას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. Best Western-ის ბათუმის სასტუმრო ოპერირებას შეძლებს აღნიშნული ქსელის ახალი თანამედროვე ხაზის Vib (ვაიბ) შესაბამისად. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული სიახლეა ევროპისთვისაც და მალე Best Western-ი ოფიციალურად დააანონსებს ახალი სასტუმროს „ბათუმი ბესთვესთერნ ვაიბის“ გახსნას. მშენებარე სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი და 60-ნომრიანი იქნება.