ტურიზმის 2018 წლის მარტის თვის სტატისტიკა
2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.
ქვეყანა | 2017 იანვარი – მარტი | 2018 იანვარი – მარტი | ცვლილება | ცვლილება % | |
1 | აზერბაიჯანი | 368,107 | 353,932 | -14,175 | -3.9% |
2 | სომხეთი | 264,070 | 305,789 | 41,719 | 15.8% |
3 | თურქეთი | 236,473 | 287,914 | 51,441 | 21.8% |
4 | რუსეთი | 185,723 | 233,100 | 47,377 | 25.5% |
5 | ირანი | 55,564 | 91,094 | 35,530 | 63.9% |
6 | უკრაინა | 33,744 | 34,308 | 564 | 1.7% |
7 | ინდოეთი | 11,860 | 16,924 | 5,064 | 42.7% |
8 | ისრაელი | 8,232 | 14,561 | 6,329 | 76.9% |
9 | ყაზახეთი | 7,534 | 8,674 | 1,140 | 15.% |
10 | გერმანია | 5,854 | 7,442 | 1,588 | 27.1% |
მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 131 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 216,781-ს შეადგენს. 5,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში 187,460 (მთლიანი ზრდის 86.5%).
ქვეყანა | 2018 იანვარი – მარტი: ზრდა |
2018 იანვარი – მარტი: წილი მთლიან ზრდაში (%) |
თურქეთი |
51,441 |
23.7% |
რუსეთი |
47,377 |
21.9% |
სომხეთი |
41,719 |
19.2% |
ირანი |
35,530 |
16.4% |
ისრაელი |
6,329 |
2.9% |
ინდოეთი |
5,064 |
2.3% |
სხვა |
29,321 |
13.5% |
რაც შეეხება, მიმდინარე წლის მარტის თვეს, საქართველოს 578,514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.2%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 292,017 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +33%).
2018 წლის მარტის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-8.7%), სომხეთიდან (+3.5%), თურქეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+36.9%) და ირანიდან (+46.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35%, საფრანგეთი +25% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43%, აშშ +35% და სხვა.
2018 წლის მარტის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 114 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 83,154-ს შეადგენს. 2,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 69,173-ია (მთლიანი ზრდის 83.2%).
ქვეყანა |
2018: მარტი ზრდა | 2018: მარტი წილი მთლიან ზრდაში (%) |
რუსეთი |
24,689 |
29.7% |
ირანი |
18,595 |
22.4% |
თურქეთი |
15,585 |
18.7% |
ისრაელი |
3,862 |
4.6% |
სომხეთი |
3,656 |
4.4% |
ინდოეთი |
2,786 |
3.4% |
სხვა |
13,981 |
16.8% |
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.
ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.