შეხვედრა ბიზნესმენებთან თელავში
კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობდნენ. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ.
კახეთის ტურისტული მიმართულების განვითარების მიზნით შეხვედრაზე ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ტრანსპორტირება, თელავის აეროპორტის მიმართულებით შიდა ჩარტერული რეისების დანიშვნა, გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის მოწყობა და სხვა საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ღვინის გზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირებას ახდენს, რეკომენდირებული მარნებისთვის კი მანიშნებლები და სახელობითი დაფები მზადდება.