პირველად საქართველოში, 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით სამთო საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტიშემუშავდა. ამიერიდან ქვეყანაში ყველა სამთო საფეხმავლო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვითმოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერდამტკიცდა. პროექტზე მუშაობდნენ როგოც სახელმწიფო სტრუქტურის, ასევე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. კერძოდ კი, სახელმწიფო სტრუქტურიდან – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, კერძო სექტორიდან-საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, საქართველოს მოლაშქრეთა და მოგზაურთა ასოციაცია, ააიპ საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი და შპს ჯეოლენდი და სხვა.
სამუშაო ჯგუფმა სალაშქრო ტურიზმის სფეროში მოწინავე ქვეყნების (შვეიცარია, საფრანგეთი, პოლონეთი) გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა საქართველოზე მორგებული სამთო-საფეხმავლო მარშრუტების მონიშვნის წესი. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით უკვე მარკირებულია ზემო სვანეთში არსებული და ზემო სვანეთის-სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები. ამ ეტაპისთვის მზად არის 156 მარშუტის პროექტი, რომელიც 6 რეგიონს მოიცავს. 2017 წელს მას 2 რეგიონი დაემატება. 4 წლის შემდეგ კი 8 რეგიონის მარშრუტები სრულად იქნება მარკირებული.
გარდა ამისა, მიმდინარეობს სამთო-საფეხმავლო მარშრუტებზე ადგილობრივი გამყოლების გადამზადების ტრენინგები. პარალელურად, ქვეყნის თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ტურისტული ნაკადის თანაბრად გადანაწილების მიზნით, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარეობს საქართველოს სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის შექმნა. აღნიშნული სამთო-საფეხმავლო მარშრუტების ქსელი ერთიან ტურისტულ პროდუქტად ქვეყნის ყველა რეგიონსკრავს, აადვილებს ტურისტთა გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით და ხელმისაწვდომს ხდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას.