საერთაშორისო ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით ტურისტების რაოდენობამ 2,156,731 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.5%-ით მეტია. შედეგად ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიან ვიზიტების რაოდენობაში 44% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 40% იყო.

წელი

2012 2013 2014 2015

2016წ.

9 თვე

         საერთაშორისო ტურისტების             

(24 საათი და მეტი) რაოდენობა

1,789,592 2,065,296 2,229,094 2,281,971

2,156,731

 

მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტებით რუსეთი გამოირჩევა. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით რუსი ტურისტების წილი რუსეთიდან ვიზიტორების მთლიან რაოდენობაში  64%-ს შეადგენს. რუსეთი ასევე ლიდერობდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით 2015 წელს. რუსი ტურისტების წილი მთლიან ტურისტულ ვიზიტებში 23% იყო.

ტურისტული ვიზიტების გაზრდა დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ ადამიანს საქართველოში ღამისთევით, შედეგად კი მეტ დანახარჯს განთავსებაზე, კვებაზე და სხვა ტურისტებისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე.

 


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე