გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ბეჭდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ავიაკომპანია Wizzair-ს მხარდაჭერით ევროპიდან 15 წამყვანი ჟურნალისტი საქართველოს ეწვია. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უკვე დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ჟურნალისტები 5 დღის განმავლობაში გაეცნენ თბილისის, მცხეთის, ანანურის, ყაზბეგის, კახეთის, წყალტუბოსა და ქუთაისის ტურისტულ მიმართულებებს. დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირზე ევროპელ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. პრესტურის მიზანია გერმანიიდან,ავსტრიიდან და შვეიცარიიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა. ავიაკომპანია “Wizzair”-მა ქუთაისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით სექტემბერში 7 ახალი ავიარეისი დანიშნა. მათ შორის მიუნხენის, ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით.