პროექტი „MEETING ROOM“
პროექტ „MEETING ROOM“–ის ფარგლებში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, პირველი ბიზნეს კონფერენცია გაიმართა, თემაზე „სასტუმროების განვითარება საქართველოში.“ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. „MEETING ROOM“ „პაშა ბანკი“-ს ახალი პროექტია, რომლის მიზანია ბიზნესკონფერენციების გამართვა და ახალი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა გამოცდილების და იდეების გასაზიარებლად.
კონფერენციას სასტუმრო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ შემდეგი კომპანიები: Hotels and Preference, Rixos, Hilton,Marriott,Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა.