პროექტი „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ გრძელდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გურიაში ექსპედიცია მოეწყო. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ექსპედიციის მონაწილეებმა უცნობი ტურისტული ადგილები შეისწავლეს. ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტულ ბიზნესში დასასაქმებლად ექსპერტები რეგიონის შესახებ დასკვნას მოამზადებენ მოამზადებენ. დამუშავებული ინფორმაცია პორტალზე www.travelgis.ge-ზე აიტვირთება. ვებგვერდზე ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განთავსდება. ექსპედიციის მიზანია გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა. პროექტზე „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS”და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ მუშაობენ.