National Geographic, Forbes, Food & Wine Magazine, Huffington Post, Washington Diplomat და Wine Spectator. ეს იმ ჟურნალების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს დაბეჭდავენ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ამერიკელმა ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ ყვარელში, ნაფარეულში, სიღნაღში, ეწვივნენ გორს, მცხეთას, სტეფანწმინდას და ქუთაისსა და ბათუმს. ძველთბილისში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. ჟურნალისტები ქართული კულტურის, საქართველოს ტურისტული მიმართულებებისა და ღვინის ტურიზმის შესახებ ამერიკული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.
6-ვე მაღალრეიტინგულ გამოცემას როგორც აშშ-ში ასევე მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად საშუალოდ 90 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.