ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წყალტუბოში ჟურნალისტთა შორის ნარდის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორები არიან “საქართველოს ნარდის კლუბი“ და „ევროპა ბეთი“ სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გამართულ ტურნირში მსოფლიოს 9 ქვეყნის 41ჟურნალისტი მონაწილეობდა. . გრან-პრის მფლობელი გახდა ამერიკელი ვეტერანი მონარდე რობერტ ვახტელი, რომელიც ამერიკის მონარდეთა კავშირის წევრი და ნარდის შესახებ ორი პოპულარული წიგნის ავტორია.