2017 წლის იანვარი – მაისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 206,736-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +9.7%)
იანვარი – მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა, რაც 196,369-ით მეტია 2016 წლის იანვარი – მაისის მაჩვენებელზე. (ზრდა +25%)
2017 წლის იანვარ -მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) ეწვია.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%.
2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 29,867-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.7%)-ია.
მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 245,403 შეადგინა, რაც 40,282-ით მეტია 2016 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +19.6%).
ზაფხულის ტურისტული სეზონი
საერთაშორისო მოგზაურთა ზრდის პარალელურად მატულობს შიდა მოგზაურთა რაოდენობა. ტურისტების ნაკადების ზრდის ფონზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია რეგიონებში ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით შემდეგ ღონისძიებებს მართავს:
10 ივნისს დაბა მანგლისში, იგეგმება ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიება. 9-12 ივნისის ჩათვლით დაბა მანგლისში ასევე იგეგმება სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიებაც.
10-11 ივნისს ვარძიაში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილია სპორტული ღონისძიება- „ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი“. სათავგადასავლო შეჯიბრი, სპორტის სამ სხვადასხვა დისციპლინაში, (სირბილი, ველორბოლა, ჯომარდი).
11 ივნისს დაგეგმილია ზაფხულის სეზონის გახსნა სვანეთში, სადაც გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და კონცერტი, ასევე: საჭმლის დამზადების მასტერკლასები და ქართული ცეკვის მასტერკლასი.ზაფხულის განმავლობაში ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, ჩვენს მიერ გაკეთებულ ველობილიკებზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება ველომარათონი.
ასევე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი ,,Check in Georgia”- ს ფარგლებში, როგორც ბლექ სი არენაზე, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება პროექტი ,,გაიცანი საქართველო“ ქართველი ჟურნალისტებისთვის და პრესტურების ორგანიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასმედიის წარმომადგენლებისთვის.
#ტურიზმი