თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. Apart Hotel MX-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მიღო მონაწილეობა.
Apart Hotel MX-ის სასტუმროში განთავსებულია მაღალი კლასის ოთახები და საოჯახო აპარტამენტები, სასტუმროს 54 სტუმრის მიღება შეუძლია.
მენეჯმენტ კომპანიისთვის ეს რიგით მეხუთე აშენებული სასტუმროა თბილისში. Apart Hotel MX-ში 16 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო ჯავახეთის ქუჩაზე 24 ნომერიში მდებარეობს.