ინდოეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ავიაკომპანია ეარ-არაბიამ დელისა და მუმბაიში ერთობლივი პრეზენტაციები გამართეს. საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) ფარგლებში ინდოეთის ტუროპერატორებთან და ცნობილი კორპორაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებები სრულად დაეთმობა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას. შეხვედრებზე ინდოეთის 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2015 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, ინდოეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 81%-ით გაიზარდა.