ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროში არსებული გამოწვევების შესასწავლად და პრობლემების მოსაგვარებლად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ერთობლივ საკოორდინაციო შეხვედრაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში ტურიზმის სფეროში გამოვლენილი სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. მსგავი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.