უფლისციხეში პირველი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა მოეწყო. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენაზე საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების წარმომადგენლები, მხატვრები და ხალხური რეწვის ოსტატები მონაწილეობდნენ. უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ გამოფენას ტურისტებთან ერთად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტურისტული გამოფენა-ბაზრობა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.