ტექნოლოგიურ პარკში ტურიზმის სფეროში მიმდინარე და მომავალი პროექტები გაიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეხვედრას ტურისტული კომპანიების, ონლაინმედიასაშუალებების წარმომადგენლები და start-up-ის მონაწილეები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ სტუმრები: საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ბელარუსიდან. შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და ელექტრონული მედიის როლის შესახებ იმსჯელეს.