2017 წლის მარტში საქართველოს 511,045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59,308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +13.1%)
მარტში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 219,642 შეადგინა, რაც 48,807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.6%).
2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩეოდნენ: პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +195%, ინდოეთი +182%, ეგვიპტე +119%, უზბეკეთი +97% და ისრაელი +93%.

2017 წლის იანვარი – მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,419-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +11.4%)
იანვარი – მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 513,643 შეადგინა, რაც 105,121-ით მეტია 2016 წლის იანვარი – მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +25.7%).
2017 წლის იანვარ – მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +34%, გერმანია +28%, საფრანგეთი +27% და გაერთიანებული სამეფო +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +237%, ინდოეთი +155%, უზბეკეთი +147%, ქუვეითი +127%, ეგვიპტე +104% და ისრაელი +80%.

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.
2017 წლის ორი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 293,065 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.