ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებს შეხვდა და მომავალი გეგემები გააცნო. შეხვედრაზე სხვადასხვა სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების 30-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრლობის საკითხები განიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგამოფენო და საკონვენციო ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან როგორებიც არის : “Business Traveller,”-და “Mice & More.”
საერთაშორისო საკონვენციო და კონგრესების ასოციაციმ ICCA-ს რეიტინგში საქარველო ამიერკავკასიასა და შუაზიაში პირველ ადგილზე დაასახელა. ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში International Congress and Conference Association – ICCA-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით იგეგმება B2B შეხვედრები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ოფიციალურად 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარება, სხვადასხვა კონფერენციების, გამოფენებისა და მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვა.