ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე “Georgia International Maritime Forum” სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალის და შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო კრუიზის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პირველად ტარდება, ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე დელეგატი ესწრება. ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს „საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიოს შეუცვლელი ტრანსპორტირების საშუალება“. ფორუმი ბათუმში 12 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.