ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ სტუდენტებს ადმინიტრაციის საქმიანობა, მარკეტინგული კამპანები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის სფეროს მნიშვნელობაზე, საკონფერენციო (MICE Tourism) სამკურნალო და პილიგრიმული ტურზიმის განვითარების შესახებ ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს პასუხი გასცა. შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ კადრების გადამზადების, ტრეინინგებისა და სტუდენტთა სტაჟირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.