პოპულარული ინტერნეტჟურნალი „Собеседник“ თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „Собеседник“-ის ჟურნალისტმა მარია ნესტეროვამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ჟურნალის მკითხველს თბილისური შთაბეჭდილებები გაუზიარა:
„თბილისი საოცარი ქალაქია, აქ ერთმანეთს სიძველე და თანამედროვეობა ერწყმის, აქ ჩამოსვლისას სტუმართმოყვარეობას და გემრიელ კერძებს უნდა ელოდოთ.
მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისს რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს. მგზავრობას 2 საათზე ცოტათი მეტი სჭირდება. დღეში 2-3 რეისი სრულდება.
რუსეთის მოქალაქებს საქართველოში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლით. საქართველოში რუს ტურისტებს სიამოვნებით ელოდებიან. საზღვრის გადაკვეთისას, საპასპორტო კონტროლის გავლისდროს თითოეულ მოგზაურს სასიამოვნო სიურპრიზი ელის.
თბილისში ძალიან ბევრია სასტუმროა: 5 ვარსკვლავიანი, მდიდრული სასტუმროებით დაწყებული პატარა „გესთჰაუზებით“ დამთავრებული. ფასები 600-დან 2200 რუბლამდე მერყეობს…“
„…თბილისის სრულად დასათვალიერებლად 3 დღე საკმარისი არ არის. ამ სტრიქონების ავტორს ქალაქის ძველუბანში საათობით შეუძლია ხეტიალი. გაოცებას ვერ მალავ, როდესაც უყურებ ხალხს, ძველ სახლებს, ავთენტურ არქიტექტურას, თბილისურ აივნებს. განსაკუთრებით ლამაზია მტკვრისპირას მდებარე აივნებიანი სახლები.“ – წერს მარია ნესტეროვა.