ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 5 სექტემბერს ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სტუმრები მიიღებენ. მარათონი დაბა სტეფანწმინდასა და მის შემოგარენში 4 დისტანციაზე უკვე მეექვსედ ტარდება. ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.