ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ტურისტულად მიმზიდველ 17 ქალაქსა და დაბაში ორმხრივი მანათობელი დაფები დამონტაჟდა. განხორციელებული პროექტი ქალაქ გორში ადგილზე დაათვალიერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.