თბილისის ტურისტული პოტენციალის გაფართოებაზე ევროკომისიაც ზრუნავს. ამ სტრუქტურის დახმარებით თბილისის ახალი, ელექტრონული და ნაბეჭდი რუკები შეიქმნება. რუკა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის იქმნება და მასზე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილები იქნება დატანილი. ანა კეკელია: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას რომელიც ხელს შეუწყობს იმას რომ თბილისში ჩამოსული ვიზიტორები უფრო კომფორტულად და ინფორმირებულები იყვნენ ქალაქში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ.