ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ტურისტული სააგენტო “Visit Georgia”-ს ორგანიზებით სტეფანწმინდაში რიგით მეშვიდე ,,ყაზბეგის მარათონი“ ჩატარდა. რომელიც ზღვის დონიდან 1700-2200 სიმაღლეზე გაიმართა, კავკასიონის გრანდიოზული ხედებისა და მყინვარწვერის ფონზე.
მარათონში მონაწილეობის მისაღებად 407 მორბენალი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის მარათონი მსოფლიოს სათავგადასავლო მარათონების სიაშია შესული და 5 დისტანციას მოიცავს : სამოყვარულო გარბენი-8 კმ, ნახევარ მარათონი 21 კმ, სრული მარათონი 42 კმ, გუნდური შეჯიბრი მარათონული ესტაფეტა- 42 კმ და ბავშვთა გარბენი- 04 კმ.
მარათონი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ,,მშობელთა სახლს“ გადაერიცხება, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი.