„ღვინის გზა“
„ღვინის გზის“ პროექტი განახლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით არსებული მარნების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ფოტო ფიქსაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
• ღვინის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას ემატება ახალი ობიექტები, • რეკომენდირებული მარნებისთვის მზადდება მიმართულების მანიშნებლები და სახელობითი დაფები; • საოჯახო მარნებისთვის იწყება ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ქართული ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ფინანსები/ბუღალტერია, საბაზისო უცხო ენა; • მზადდება საინფორმაციო სარეკლამო მასალები (ღვინის რუკა და გზამკვლევი), სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია რეკომენდირებული მარნების შესახებ და გავრცელდება უფასოდ ადმინისტრაციის ხელთ არსებულ ინტერნეტ პლატფორმისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საშუალებით • მთავარ საავტომობილო გზებზე განთავსდება მიკრო ზონების (ადგილწარმოშობის ღვინოების) აღმნიშვნელი სტელები •
„ღვინის გზის“ პროექტის პირველი ეტაპი 2012 წლიდან დაიწყო.
პროექტთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში ჟურნალისტებისათვის პრესტური მოაწყო.