ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს რუსეთიდან უმსხვილეს ტუროპერატორთა ჯგუფები ეწვია. ინფოტურის ფარგლებში
„ცხელი ტურები“-ის ქსელის 29 წარმომადგენელი ექსპოჯორჯიაში მიმდინარე მე-18 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო, მოეწყო B2B შეხვედრები, სადაც რუსმა და ქართველმა ტუროპერატორებმა ინფორმაცია გაცვალეს და ერთმანეთს ტურისტულ ბაზარზე არსებული გამოცდილება გაუზიარეს. ტუროპერატორთა მეორე ჯგუფმა სანქტ-პეტერბურგის 16 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, კახეთი, უფლისციხე და გორი დაათვალიერეს და თანამშრომლობის მიზნით ქართველ ტუროპერატორებს შეხვდნენ.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 3 თვეში რუსეთიდან საქართველოს 144764 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.