ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფოტოკონკურსის “ჩემი საქართველოს” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ კონკურსში გამარჯვებულებს პრიზები გადასცა. საუკეთესო კონკურსანტებს შემდეგი პაკეტები გადაეცათ: ტურისტული სააგენტო cultur.ge-ისგან 2 დღიანი ტური სამეგრელოში და ktm-georgia.com-ისგან 4 ადამიანზე გათვლილი 2 საათიანი OFF ROAD ექსკურსია რუსთავის ავტოდრომიდან კუმისის ტბის მიმართულებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონკურსის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა.
ფოტოკონკურსში: „ჩემი საქართველო“ გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ.
ხალხის სიმპათია დაიმსახურა ლევან ჯობავამ. – ყველაზე მეტად გავრცელებული ფოტო (კრიტერიუმი: like/share – თანაბარი like-ების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა იმ კონკურსანტს, ვისაც მეტი უნიკალური share ჰქონდა. სხვა შემთხვევაში share გადამწყვეტი კრიტერიუმი არ იყო);
ადმინისტრაციის რჩეული კი დავით ჯაფარიძე გახდა.