ტურისტული სეზონის შეჯამება აჭარაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, სეზონი აჭარაში წარმატებულად მიმდინარეობს. ბათუმში გიორგი ჩოგოვაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ბერძენიშვილს შეხვდა ასევე გაესაუბრა სასტუმროების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მომავალი გეგმები განიხილეს. კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმში 2014 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით სასტუმროების დატვირთა გაზრდილია. წელს აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით, აჭარაში განვითარდა ტურისტული პროდუქტები და სერვისები. გაიხსნა რამდენიმე ახალი ბრენდი სასტუმრო. ქალაქს 1700 საწოლი ადგილი დაემატა. გაიხსნა ახალი რკინიგზის და ავტოსადგურები.
სტატისტიკურ კვლევის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოს 852 377 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. 2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2 086 831 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია.