მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონებში გადამზადების კურსებს აგრძელებს. „აგროტურისტული ობიექტების ოპერირება და მომსახურების უნარ-ჩვევები“ ამ საკითხებზე ტრენინგი რაჭის რეგიონში: ამბროლაურის, ონის მუნიციპალიტეტების და კახეთის რეგიონი: გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 აგროტურიზმის ობიექტის ჩაუტარდება.
13-14 სექტემბერს ტრენინგები გურჯანიის მუნიციპალიტეტში,
16-17სექტემბერს ონის, 18-19 სექტემბერს კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.
სასწავლო კურსი ჯამში უნდა შეადგენდეს 12 საათს და გადანაწილდეს არანაკლებ 2 დღეზე. თითო ლექცია არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს. ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მონაწილეს. აღნიშნული 12 საათი უნდა მოიცავდეს: 75% თეორიულ კურსს; 25% პრაქტიკულ კურსს (თემატური, სიტუაციური ვიდეოები, სიტუაციური თამაშები და სხვა). კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გაივლიან ზეპირ ტესტირებას და მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაესწრებიან მეცადინეობების 90%-ს.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:
• მცნება „სოფლის ტურიზმი“ – „ აგროტურიზმი“ და მათი განვითარების პირობები;
• საოჯახო სასტუმრო სახლების ძირითადი ფუნქციები და ტურისტული შეთავაზებები;
• ტურისტული დანახარჯები და სასტუმრო მომსახურების ფასი;
• სოფლად საოჯახო სასტუმრო სახლების მომსახურების სტანდარტები;
• კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესში: საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება. რეკლამა და პოპულარიზაცია;
• ექსტერიერი და ინტერიერი – სახლისა და ეზოს მოწყობა;
• სასურსათო პროდუქტის უსაფრთხოება და დაცვა;
• სოფლის ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები და სასტუმრო ქსელი უპირატესობა;
• ტურისტთა კვების თავისებურებანი და მენიუს შედგენა;
• სოფლის ტურისტული პროდუქტის/სერვისის ძირითადი მომხმარებელი;