ტურისტული გამოფენა მადრიდში
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „FITUR“-ში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში 165 სახელმწიფოს 9107 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 217 ათასი სტუმარი ეწვია. საქართველოსთვის ესპანეთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და 2013 წელთან თან შედარებთ, 2014 წელს ესპანეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 14 % ით გაიზარდა. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს თალებ რიფაის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეგიონის კოორდინატორი ბექა ჯაყელი და საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი. შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დასრულების შემდეგ თალებ რიფაიმ საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეაფასა: ,,სამჯერ ვიყავი საქართველოში მაგრამ ათიც არ არის საკმარისი. პატარა ტერიტორიაზე თავს იყრის მთა, ზღვა, განსხვავებული რელიეფი. მთავარი მაინც ხალხია, ბევრ ქვეყანაში შეიძლება მოინახულო სანაპირო და მთა, მაგრამ თქვენთან ხალხი უნიკალურია, ყველა მზადაა შენთან სასაუბროდ. „ – განაცხადა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.