ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუდაურში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. გუდაურის სასტუმროების ასოციაციის წევრებთან საუბრისას გიორგი ჩოგოვაძემ და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სამთო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ჩოგოვაძემ და სასტუმროების მფლობელებმა კურორტზე არსებული პრობლემათა გადაჭრის გზებზე ისაბურეს, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით მოხდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლებლობა, რომ გუდაური ზამთრის გარდა ტურისტებისათვის ზაფხულშიც იყოს მიმზიდველი.