ტურისტული გამოფენა ბუდაპეშტში
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით უნგრეთში, ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 4 დღიან გამოფენაში საქართველოდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქუთაისის მერია, GT Group, Caucasus Travel, Mimimo Travel, Ttavel Shop, Trawellin, Georgian Events, Visit Georgia და Liberty Georgia მონაწილეობდა.
უნგრეთის ტურისტულმა ბაზარმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან გაიხსნა ფრენები ქუთაისი ბუდაპეშტის მიმართულებით. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს და ერთი მიმართულებით ბილეთის საშუალო ღირებულება 50 ევროს შეადგენს