Washington Post ქართული ღვინისა და კერძების შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტრი ვიტნი პიპკინი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს მამუკა წერეთელს ესაუბრა, რომელიც ვაშინგტონში ქართული რესტორნის გახსნას გეგმავს. მამუკა წერეთელი ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ საუბრობს. სტატიაში აღწერილია შქმერულის მომზადების რეცეპტი, ხაჭაპური კი შედარებულია პიცასთან.
ავტორის თქმით, 2014 წელს ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორანში „Compass Rose“ ღამის საათებში, ხაჭაპური ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძი იყო. რესტორნის მეპატრონე როუზ ფრევაითი მენიუში ხინკლის დამატებას გეგმავს.
„ვაშინგტონი ქართული კერძების დასაგემოვნებლად შესანიშნავი ადგილია, აქ ბევრია, ვინც საქართველოში ან ამ ქვეყანასთან ახლოს ცხოვრობდა. ვფიქრობ ხაჭაპური გაამართლებს.“- აცხადებს როუზ ფრევაითი.
სტატიაში ცალკე თავი ეთმობა ქართულ სუფრას.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუფრაზე. ქართული სამზარეულოს მოყვარულები ვაშინგტონში საკუთარ სახლებში ქეიფობენ და ხშირად ეპატიჟებიან ისეთ სტუმრებს, რომლებსაც ქართული კერძები არ დაუგემოვნებიათ, მათ შორის მეც ვარ.“ -წერს სტატიის ავტორი.
„ქართველებმა ეროვნული სამზარეულო პოპულარული ვერ გახადეს.“ – ამბობს ჯენი ჰოლმი ქართული სუფრის შესახებ ბლოგის დამფუძნებელი, რომელიც ქართული კულინარიის დიდი მოყვარული გახდა. ბევრი ამერიკელის მსგავსად ჰოლმა ქართული კერძები რუსეთში ყოფნისას რესტორნებში დააგემოვნა. ამის შემდეგ ღვინის ექსპერტების და მზარეულობის დახმარებით ჰოლმა ვაშინგტონში, შარშან პირველი წვეულება გამართა და სტუმრებს ქართული კერძები გააცნო. სუფრაზე მგალობელთა გუნდმა ქართული სიმღერები შეასრულა.
სტატიაში აღწერილია ქართული სუფრის წესები, თუ რა დანიშნულება აქვს თამადას, რატომ ამბობენ სადღეგრძელოებს და როგორი თანმიმდევრობით.
Washington Post-ის სტატიის ავტორის თქმით, ქართული ღვინის ტრადიციული წესით დამზადების ისტორია 8000 წელია გრძელდება და საქართველო 500-ზე მეტი ღვინის ჯიშის არის ცნობილი. 2015 წლის იანვარში ჟურნალმა Forbes-მა ქართული ღვინო მსოფლიოს 9 სასმელს შორის დაასახელდა. აცხადებს ვიტნი პიპკინი