ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში გაეროს საერთაშორისო ექსპერტი იგორ ჩერნიშევი იმყოფება. რომელიც ტრენინგს ატარებს ტურიზმის სტატისტიკის სფეროში. ტრენინგის ძირითადი მიმართულებაა ტურიზმის სტატისტიკის ძირითადი ინდიკატორების შერჩევა, დათვლა და მათი პრაქტიკაში დანერგვაა.
მსოფლიოში ყოველი მე-11 ტურიზმშია დასაქმებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის როლს ეკონომიკის განვითარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია, საქართველოშიც შემუშავდეს მეთოდოლოგია, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციის მოწოდების საშუალებას მოგვცემს.