2016 წლის იანვარ – ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5,406,188 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.1%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,372,351 (+19.7%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), სომხეთიდან (+0.03%), თურქეთიდან (-9.1%), რუსეთიდან (+13.2%) და უკრაინიდან (+22.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გამოირჩნენ: ლატვია +26.8%, ჩეხეთი +15.2% და ლიტვა +11.6%. განსაკუთრებული ზრდა კი  შემდეგი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ირანი +494%, ინდოეთი +232%, სირია +209%, ეგვიპტე +179%, საუდის არაბეთი +116%.

საერთაშორისო მოგზაურები: ტოპ 10 ქვეყანა

ქვეყანა 2015: 10 თვე 2016: 10 თვე ცვლილება ცვლილება %

1

აზერბაიჯანი 1,162,834 1,290,268 127,434

11.0%

2 სომხეთი 1,199,385 1,199,689 304

0.03%

3

თურქეთი 1,186,889 1,078,696 -108,193 -9.1%

4

რუსეთი 812,793 920,144 107,351

13.2%

5 უკრაინა 123,186 151,315 28,129

22.8%

6

ირანი 22,044 131,036 108,992 494.4%

7

ისრაელი 53,367 84,751 31,384

58.8%

8

ყაზახეთი 32,857 44,239 11,382

34.6%

9

პოლონეთი 39,728 41,926 2,198

5.5%

10 გერმანია 33,879 36,742 2,863

8.5%

რაც შეეხება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეს საქართველოს 527,157 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.5%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა 215,620 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +20.9%-ია.

2016 წლის ოქტომბრის თვეში  ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (-2.1%), აზერბაიჯანიდან (+10.1%), თურქეთიდან (-16.6%), რუსეთიდან (+13.0%) და უკრაინიდან (+15.8%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ოქტომბერის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩნენ: ბულგარეთი +54%, პოლონეთი +36%, ლიტვა +36%, ლატვია +33% და გერმანია +32%. განსაკუთრებული ზრდა კი  შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი +344%, ეგვიპტე +185%, ინდოეთი +130% და  ისრაელი +82%.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე