ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ და მიხეილ პორტნოიმ ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ბელარუსის დელეგაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობას გაეცნო. ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადაგენლების ვიზიტის მთავარი მიზანი ტურიზმის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრამდე ბელარუსის დელეგაციის წევრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და კერძო კომპანიების გამოცდილებას გაეცნენ.