ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტაქსის მძღოლებისათვის ინგლისური ენისა და მომსახურების უნარ-ჩვევების შემსწავლელ უფასო კურსებს აგრძელებს. ტრეინინგები თელავში, სიღნაღსა და ყვარელში გაიმართა. გადამზადების შემდეგ სერთიფიკატი 29 ტაქსის მძღოლმა მიიღო. ტაქსის მძღოლებს დასამაგრებელი ნიშანი, წარწერით English Speaking Taxi გადაეცათ, რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე განთავსდება. სპეციალური ნიშანი ტურისტებისთვის ადვილად საცნობი იქნება.
მაისში გადამზადებას გაივლიან ქუთაისის, წყალტუბოსა და ზუგდიდის ტაქსის მძღოლები.
სასწავლო კურსის დასახელებაა: „ტურიზმის სფეროს საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა და მომსახურებების უნარ-ჩვევების ტრენინგი“
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთვარებულმა ინგლისურ ენაზე უნდა შეძლოს:
• სტუმრის მისალმება, დახვედრა და გაცილება მომსახურების სფეროს წესების დაცვით;
• სტუმრისათვის მიმართულებების ახსნა რაიონის ფარგლებში, რუკაზე მიმართულებების ჩვენება და მიმართულებებისათვის საჭირო დროისა და საფასურის სწორად ახსნა;
• მგზავრობის წესებისა და ტარიფების სიზუსტით ახსნა, ბარგთან დაკავშირებულ და სხვა მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა;
• სერვისზე ზრდილობიანად უარის თქმა, თუ ეს მოთხოვნა მის შესაძლებელობებს აღემატება;
• სტუმართან ამინდსა და სხვა მარტივ სასაუბრო თემებზე პასუხის გაცემა.