ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სასტუმრო holiday inn-ში თბილისში მდებარე სასტუმროების მომსახურე პერსონალისათვის ტრეინინგი გაიმართა. 5დღის განმავლობაში ბრიტანელმა სპეციალისტებმა 55 სასტუმროს 100 მონაწილეს მომსახურების უნარ-ჩვევების სფეროში სწავლება ჩაუტარეს. ტრეინგის მიზანია კვალიფიცირებული კადრების მომზადება და ახალგაზრდული ოლიმპიადის დროს მომსახურების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. 26 ივლისს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი აიღებს სტარტს. ფესტივალთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელწიფოებიდან თბილისს ათასობით სტუმარი ეწვევა. ოლიმპიადის ეფექტურად ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

https://www.youtube.com/watch?v=qL_VqC8vMjA